თავისუფალი

 2018/05/07 01:42

თავისუფალი
პირველი საფინალო დღე წარმატებული გამოდგა [VIDEO]
ავტორი
ნინო ახობაძე

თბილისის სპორტის სასახლეში საერთაშორისო ტურნირი, ბალავაძე-კარტოზია მიმდინარეობს ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრის პირველი საფინალო დღე, ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის წარმატებული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ფინალური შეხვედრა 6 საათის ნაცვლად, გაურკვეველ მიზეზთა გამო, 12 საათისთვის დაიწყო, ჩვენმა ფალავნებმა, ძალ-ღონე არ დაიშურეს მედლების მოსაპოვებლად.

ჩვენი ნაკრების ანგარიშზე  3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია.

ოქროს მედალს დაეუფლა 61 კგ. წონითი კატეგორიის ფალავანი ბექა ლომთაძე, რომლის მეტოქეც უზბეკი აბოს რახმონოვი  გახლდათ.

ასევე, ოქროს მედლის მფლობელია ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ.), რომელმაც რუსი ოლიმპიური ჩემპიონი, სოსლან რამონოვი, დაამარცხა ფინალურ შეხვედრაში.




გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) უკრაინის  საერთაშორისო ტურნირის ფინალში განცდილი მარცხისთვის,  რევანში აუღო ალექსანდრ ხოციავინსკსიევის და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი რევაზიშვილმა (61 კგ.) და ირაკლი მწითურმა (92 კგ.).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები