თავისუფალი

 2018/21/04 10:21

თავისუფალი
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა უძლიერესი შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
ავტორი
ნინო ახობაძე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ევროპის წინა მოსამზადებელ შეკრებაზე, დუშეთში იმყოფება. შეკრების დასრულების შემდეგ, 2 მაისს, დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქ კასპიისკში გაემგზავრებიან, სადაც 4 მაისიდან შეუერთდებიან 30 აპრილს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ:

- 57კგ.ოთარ გოგავა;
- 61
კგ.ბექა ლომთაძე;
- 65
კგ. – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი;
- 70
კგ. – ზურაბ იაკობიშვილი;
- 74
კგ.– ავთანდილ კენჭაძე;
- 79
კგ. – ჯაბა ყველაშვილი;
- 86
კგ.  სანდრო ამინაშვილი;
- 92კგ. – ირაკლი მწითური;
- 97
კგ.  ელიზბარ ოდიკაძე;
- 125კგ.  გენო პეტრიაშვილი.




ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები