თასი

 2018/07/11 19:38

თასი
თასის ფინალში ქართული კლასიკო არ იქნება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში, გაგრამ თბილისის დინამო მიიღო. 

ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელმა მრისხანე მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

პირველი დამატებული ტაიმის მიწურულს კი, ვაჟა მათიაშვილმა კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მიმართულება შეუცვალა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 1:0.

მოგეხსენებათ, მეორე წყვილში ტორპედომ თელავი 1:0 დაამარცხა. შესაბამისად, ფინალში ქართული კლასიკოს ნაცვლად გაგრასა და ტორპედოს დაპირისპირებას ვიხილავთ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები