ესპანეთი

 2019/07/09 12:18

ესპანეთი
ჟერარდ პიკე: მესის უფასოდ შეუძლია წასვლა!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ბარსელონას მცველმა, ჟერარდ პიკემ განაცხადა, რომ ლიონელ მესის „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტის გაწყვეტა ნებისმიერი სეზონის დასრულების შემდეგ, შეუძლია.

–  ვიცი, რომ მესის ყოველი სეზონის შემდეგ, უფასოდ შეუძლია წასვლა, მაგრამ ყველამ იცის მისი ბარსელონასადმი დამოკიდებულება და ამიტომ არ ვნერვიულობ. ლეომ დაიმსახურა საკუთარი ბედი თავად განაგოს, –  აღნიშნა ესპანელმა.

შეგახსენებთ, არგენტინელის კატალონიურ კლუბთან არსებულ კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ, უახლოეს ხანში გაუმჯობესებული ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები