ესპანეთი

 2019/18/07 00:40

ესპანეთი
7 მიზეზი, რატომ არ იყიდა ბარსელონამ დე ლიხტი
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბარსელონას მატიას დე ლიხტის ყიდვა სურდა, მაგრამ გადაიფიქრა და ფეხბურთელი იუვენტუსს დაუთმო. ესპანურმა გამოცემა Marca-მ 7 მიზეზი დაასახელა, თუ რატომ მოიქცა ასე ესპანური გუნდი:

1. ხელფასი

ბარსელონას იმ თანხის გადახდა არ სურდა, რაც იუვენტუსმა 19 წლის მცველს შესთავაზა. ჰოლანდიელის აგენტი, მინო რაიოლა, წელიწადში 12 მილიონს ითხოვდა, ეს კი კატალონიელებს არ აწყობდათ.

2. მინო რაიოლა

რაიოლასთან შეთანხმება მარტივი არასდროსაა. უფრო მეტად მაშინ, როდესაც ტრანსფერიდან რაღაც ნაწილის მიღება სურს.

3. კლუბში საკმარისი რაოდენობის მცველის ყოფნა

ბარსელონას დე ლიხტის დამატება აუცილებლობის გამო არ სურდა. ამ პოზიციაზე საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. შესაბამისად, მისი დამატება საჭირო არ იყო და მოთამაშის სურვილების შესრულება არ მოინდომეს.

4. გასაუმჯობესებელი მხარეები

კლუბში მიიჩნევენ, რომ 19 წლის მცველს რამდენიმე ასპექტში მოსამატებელი აქვს.

5. მოთამაშის სურვილი

ფრენკი დე იონგს ბარსელონაში გადასვლა სურდა. წინააღმდეგი არც კლუბი იყო. თავის მხრივ, დე ლიხტი ბარსელონაში გადასვლის სურვილში დარწმუნებული არ იყო და არც გადავიდა.

6. ნეიმარის პოტენციური შეძენა

ბარსელონას საკმარისი სახსრები არ გააჩნია, რომ ბევრი მოთამაშე დაიმატოს, ამიტომ, დე ლიხტის შეძენას უფრო საჭირო მოთამაშის, ნეიმარის დამატებაზე მუშაობა არჩია. 

7. იუვენტუსი

იუვენტუსთან თამაშისას ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ მატიას დე ლიხტი დასახელდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი და კლუბის ურთიერთობა. იტალიელები დაჟინებით ცდილობდნენ ჰოლანდიელის შეძენას და საწადელს მაინც მიაღწიეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები