ტესტები

 2018/08/05 22:07

ტესტები
6 დებიუტანტი შოტლანდიის ნაკრებში
ავტორი
ტატო ნიკურაძე

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ თაუსენდმა, ივნისის ტესტ სერიის მატჩებისთვის 33 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მასში 6 დებიუტანტია. ედინბურგიდან ლუის ქერმიშელი და ჯეიმი რიტჩი, გლაზგო უარიორსიდან მეთ ფეგერსონი. ასევე, გაფართოებულ შემადგენლობაში არიან გლაზგოელთა ნახევარმცველები – ჯორჯ ჰორნი და ადამ ჰესტინგი. ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს 18 წლის  ჯეიმს ლენგიც.

ივნისის ტესტ სერიის მატჩებზე „ნარშავებს“ გუნდის კაპიტანი ჯონ ბარკლი არ ეყოლებათ და მის ფუნქციებს „ნარშავებისავე“ ჰუკერი, სტიუარტ მაკლნეილი შეითავსებს.

ივნისში შოტლანდიის ნაკრები ამერიკულ ტურნეში აშშ-ს, კანადის და არგენტინის ეროვნულ  ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდება.

გრეგ თაუსენდმა გაფართოებულ შემადგენლობაში შემდეგი მორაგბეები დაასახელა:

ფორვარდები: საიმონ ბერნანი, ჯეიმი ბატი, მეგნუს ბრედბარი, ფრაზერ ბრაუნი, ლუის ქერმიშელი, ალან დელი, დავიდ დენტონი, მეთ ფეგერსონი, ზანდერ ფეგერსონი, გრენტ გილშრისტი,რიჩი გრეი, ლუკ ჰამილტონი, მარი მაკალუმი, სტიუარტ მაკლნეილი, ჯეიმი რიტჩი, ტიმ სვინსონი, ჯორჯ თურნერი, ბენ ტულისი.

უკანა ხაზი: ნიკ გრიგი, კრის ჰარისი, ადამ ჰესტინგი, ალექს დანბარი, სტიუარტ ჰოგი, ჯორჯ ჰორნი, პიტი ჰორნი, რუარიდ ჯექსონი, ლიი ჯოუნსი, ბლეირ კინგჰორნი, ჯეიმს ლენგი, ბაირონ მაკგიგანი, ალი პრაისი, დანკან ტეილორი.

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები