ბერძნულ-რომაული

 2019/06/03 23:14

ბერძნულ-რომაული
5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბულ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 5 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საქართველოს ნაკრებს ბოლო მედალი სამტრედიელმა გიორგი მელიამ (97 კგ) მოუტანა, რომელიც ფინალურ შეხვედრაში ფინელ სავოლაინენთან 1:4 დამარცხდა. 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედალი ნუგზარ წურწუმიამ, ლევან ქავჟარაძემ, გურამ ხეცურიანმა, ზვიად პატარიძემ და რამაზ ზოიძემ მოიპოვეს. ბირნჯაოს მედალს კი, ბექა მამუკაშვილი დაეუფლა. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები