ევროტურნირები

 2019/11/04 14:52

ევროტურნირები
5 მიზეზი, თუ რატომ შეუძლია ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის მოგება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ათი თვის შემდეგ, რაც ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა, ინგლისელები მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ფავორიტები არიან.

შინ პორტუს ძლევით (2:0), იურგენ კლოპის გუნდმა ნახევარფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.

„წითლებს“ კარგი შანსი აქვთ, რომ გასული წლის იმედგაცრუება რადიკალურად შეცვალონ. წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, თუ რატომ შეუძლიათ ინგლისელებს ტიტულის მოგება:

შემტევი ტრიო

გასულ სეზონში სადიო მანეს, რობერტო ფირმინოსა და მოჰამედ სალაჰის ტრიო ევროპაში ყველაზე პროდუქტიული იყო. მათ ჯამურად, 30 გოლი გაიტანეს. 

წელს მათი კავშირი უფრო გაღრმავდა და ახალ დონეს მიაღწია. ისინი ერთმანეთს დაცვაშიც უგებენ, მაღალ პრესინგს თამაშობენ და თამაშის უკანასკნელ წუთებზე დაუნდობლები არიან.

კლოპის პრესინგი

კლოპის გუნდის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ „ენფილდზე“ თამაში ძალიან რთულია.

ეს ყველაფერი პორტუმ უკვე კარგად გამოსცადა, როდესაც ლივერპულმა ყველა ასპექტში დაჯაბნა.

დაცვის კედელი

ალისონ ბეკერისა და ვირჯილ ვან დაიკის დამატებამ ლივერპულის დაცვა საგრძნობლად გააძლიერა.

დაცვით გუნდურობას ფლანგის წარმომადგენლები, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ენდრიუ რობერტსონიც აყალიბებენ. ისინი თანაგუნდელებს საგოლე გადაცემებითაც ამარაგებენ.

ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოურიდებლობა

გასულ სეზონში ლივერპულმა მანჩესტერ სიტი და რომა გააგდო, ხოლო წელს ბაიერნი იმსხვერპლა, რითაც კარგად აჩვენა, რომ ძლიერი გუნდების რიდი არ აქვს და მათ საკუთარი თამაშით უპირისპირდება. ლივერპულს ნებისმიერი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

გრძელი სათადარიგოთა სკამი

გასულ ზაფხულში ალისონის, შაქირის, ფაბინიოსა და ნაბი კეიტას დამატებამ დაადასტურა, რომ კლუბს უფრო მეტი ალტერნატივა გაუჩნდა.

კლოპს საკუთარი შემადგენლობის დაბალანსება ისე შეუძლია, რომ მიზანს მაინც აღწევს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები