საფრანგეთი

 2019/04/09 16:35

საფრანგეთი
4 ტუზი პარი სენ-ჟერმენის შეტევაში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პარი სენ-ჟერმენმა შეტევითი ხაზი უფრო გააძლიერა. სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს მაურო იკარდის დამატების შემდეგ, ფრანგებმა გუნდი საკმაოდ გააძლიერეს.

არგენტინელთან ერთად, მეტოქეთა დაცვას კილიან მბაპე, ედისონ კავანი და ნეიმარი შეუტევენ. ფრანგებმა ეს უკანასკნელი ბევრი მცდელობის მიუხედავად, მაინც შეინარჩუნეს.

უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში, იკარდიმ, მბაპემ, კავანიმ და ნეიმარმა 341 გოლი გაიტანეს. ჯერი ტომას ტუხელზეა, თუ როგორ გამოიყენებს 4 ტუზს მეტოქეთა დაცვის დასარბევად. ფრანგთა ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ საწადელს მიაღწევენ და ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლებიან.

ამ ოთხ დიდ შემტევთან ერთად, პაბლო სარაბია და ანხელ დიმარიაც არ უნდა დავივიწყოთ, რითაც ნებისმიერი გუნდისთვის საშიში შეტევა იკვრება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები