ბერძნულ-რომაული

 2019/05/03 23:43

ბერძნულ-რომაული
4 ოქრო და 1 ბრინჯაო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართველმა მოჭიდავეებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 5 შესაძლებლობიდან  4 ოქროს მედალი მოიპოვეს. ნუგზარ წურწუმიას, ლევან ქავჟარაძის და გურამ ხეცურიანის შემდეგ, ოქროს მედალი ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვა. ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა ფალავანმა რუმინელი ლენარდ ბერეი 5:0 დაამარცხა. 

ბრინჯაოს მედალს 77 კგ-ში ბექა მამუკაშვილი დაეუფლა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები