სხვადასხვა

 2019/13/06 00:30

სხვადასხვა
30 წუთი კაცნაკლული და გამარჯვება ახალ ზელანდიასთან
ავტორი
ტატო ნიკურაძე

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი სენსაცია ვიხილეთ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ტრადიციული მეტოქეები, სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორივე გუნდს აქამდე ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა და დღეს ბრძოლა ჯგუფში პირველი ადგილისთვის გაიმართა, რომელში გამარჯვებულიც პირდაპირ იპოვებდა ნახევარფინალის საგზურს, დამარცხებულს კი, 7  ქულაზე ნაკლებით უნდა წაეგო, რომ ბონუს ქულის ხარჯზე, ნახევარფინალში გაეგრძელებინა ბრძოლა. 

მატჩი სამხრეთ აფრიკელებმა იდეალურად დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ნახევარი კაცნაკლულებმა ჩაატარეს, ტაიმი მაინც დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანეს და 19:3 მოიგეს. 

მეორე ტაიმი უფრო თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ზელანდიელები ბონუს ქულასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ აფრიკელთა დამრტყმელმა,  ნოჰამბამ, ზელანდიას ნახევარფინალის საგზური ბოლო წუთებზე გამოგლიჯა ხელიდან. 

საბოლოოდ, 25:17 აფრიკელთა სასარგებლოდ და აღნიშნული ტურნირის 6-გზის გამარჯვებული ახალი ზელანდია საუკეთესო ოთხეულს მიღმა დარჩა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები