ევროტურნირები

 2019/20/05 17:26

ევროტურნირები
22 კლუბი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოასპარეზე 26 გუნდიდან, 22 ცნობილია. 

ევროპაში სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, ზოგიერთი ჩემპიონატი კი, უკვე დასრულდა.

მოგეხსენებათ, 26 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად ხვდება, ხოლო დარჩენილ 6 ადგილს საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები ინაწილებენ.

გუნდების სია, რომლებმაც ადგილი უკვე დაიჯავშნეს: ბარსელონა, ატლეტიკო, რეალი, ვალენსია, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ჩელსი, ტოტენჰემი, იუვენტუსი, ნაპოლი, ბაიერნი, დორტმუნდი, ლაიფციგი, ლევერკუზენი, პარი სენ-ჟერმენი, ლილი, ბენფიკა, ზენიტი, გენკი, ზალცბურგი, გალათასარაი და შახტარი.

დარჩენილ ოთხ ადგილს იტალიის ორი და რუსეთის ერთი წარმომადგენელი შეავსებს, რასაც ევროპის ლიგის გამარჯვებულიც დაემატება. იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონი ჩელსი გახდება, ჯგუფურ ეტაპზე ლიონი იასპარეზებს.  

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები