ასაკობრივი ნაკრები

 2019/05/09 22:42

ასაკობრივი ნაკრები
21-წლამდელებმა ლიხტენშტაინი დამაჯერებლად დაამარცხეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. B ჯგუფში მყოფმა გიგა ცეცაძის შეგირდებმა გორში ლიხტენშტაინელი თანატოლები მიიღეს და 4:0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეტოქისთვის ეს მეორე შეხვედრა გახლდათ. პირველ მატჩში შინ აზერბაიჯანი სენსაციურად (1:0) დაამარცხეს. დღევანდელ შეხვედრაში სრული უპირატესობა ჩვენი ნაკრების მხარეს იყო და რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ, ანგარიში 30-ე წუთზე ბექა ქავთარაძემ გახსნა. 6 წუთში მეორე გოლი დავით სამურკასოვმა გაიტანა – 2:0.

ვითარება არც მეორე ტაიმში შეცვლილა. საქართველო ბურთს აკონტროლებდა და შეტევებსაც არ აკლდებდა. 53-ე წუთზე გოლი გუნდის კაპიტანმა, გიორგი არაბიძემაც გაიტანა, ხოლო წერტილი 70-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ დასვა – 4:0.

ჩვენი მორიგი მეტოქე აზერბაიჯანი იქნება. შეხვედრა 10 სექტემბერს, 20:30 საათზე გაიმართება. ზემოთ ხსენებული ნაკრებების გარდა, ჩვენს ჯგუფში საფრანგეთი, სლოვაკეთი და შვეიცარია არიან. პირველადგილოსანი პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება, ხოლო მეორე გუნდი საუკეთესო მეორე ადგილისთვის იბრძოლებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები