სხვადასხვა

 2019/04/09 03:30

სხვადასხვა
2022 წლის მუნდიალის ლოგო ცნობილია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ყატარში 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ლოგო ცნობილია. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უკვე გამოფინეს.

ლოგოზე ნომერი 8 არის, რაც სტადიონთა რაოდენობას აღნიშნავს, რომლებიც მუნდიალის თამაშებს უმასპინძლებენ. ასევე, ის უსასრულობის სიმბოლოსაც ასახავს. 

საუკეთესო ლოგოს გამოსავლენად ფიფამ გამოკითხვა ჩაატარა. გამარჯვებული 1986 წელს მექსიკაში გამართული მუნდიალის ლოგო გახლდათ, რომელმაც ფინალში 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ლოგოს აჯობა. 

შეგახსენებთ, 2022 წელს ყატარში გასამართი მუნდიალი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გასტანს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გათამაშება ზამთარში გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები