სხვადასხვა

 2019/02/03 13:51

სხვადასხვა
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა, წყნარი ოკეანის ქვეყნების გარეშე ჩატარდეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანოს მიერ ახალი ტურნირის პროექტის გამო, უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდება. სწორედ, ამ უკმაყოფილების გამო, წყნარი ოკეანის ქვეყნები 2019 წლის იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატის  ბოიკოტირების საკითხს განიხილავენ. 

შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბის იდეა 2020 წლიდან ახალი, გლობალური, სარაგბო ტურნირის შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც 4 ერისა და  6 ერის გუნდებთან ერთად, იაპონია და აშშ მიიღებენ მონაწილეობას.  ანუ ე.წ. მეორე ეშელონის სარაგბო ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, ტონგა, სამოა, ფიჯი პირველი დონის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა, კვლავ არ ექნებათ. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები