ჩოგბურთი

 2018/25/11 19:55

ჩოგბურთი
2018 წლის დევისის თასის გამარჯვებული ხორვატიაა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დევისის თასის ფინალის დასკვნითი დღეც მიილია. პირველ შეხვედრაში ჟერემი შარძი მარინ ჩილიჩს უნდა შეხვედროდა, თუმცა, ფრანგებმა თავიანთი ჩოგბურთელი ლუკა პუით ჩაანაცვლეს. მაგრამ ამან შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ჩილიჩმა პუი სამ სეტში დაამარცხა.

ფრანგმა ჩოგბურთელმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა პირველ სეტში გაუწია, სადაც ტაი-ბრეიქი გაიმართა და ხორვატმა 7:3 იმარჯვა. დარჩენილი ორი სეტი კი, ჩილიჩმა ერთნაირი ანგარიშით (6:3, 6:3) მოიგო და საკუთარ ქვეყანას მეორე ტიტული მოუპოვა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატებმა, პირველად, დევისის თასი 2005 წელს მოიგეს.

მეორე შეხვედრაში, ჟო-ვილფრიდ ცონგა ბორნა ჩორიცს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ გამარჯვებულის ბედი გადაწყვეტილია, ეს თამაში აღარ შედგება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები