სხვადასხვა

 2019/15/09 00:46

სხვადასხვა
20 წლის შემტევის 5 გოლი ერედივიზიონში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ერედივიზიონის მეექვსე ტურში საოცარი შეხვედრა გაიმართა. პსვ-მ ვიტესი მიიღო და 5:0 გაანადგურა. ხუთივე გოლი 20 წლის დონელ მალენმა გაიტანა.

პსვ-ს შემტევმა პირველ ტაიმში დუბლი გაიფორმა. ჯერ მე-18 წუთზე ბრუმას გადაცემა შეირგო, ხოლო 36-ეზე იჰატარენის პასი გამოიყენა.

მეორე ტაიმი წამების დაწყებული იყო, როდესაც მალენმა თავით მესამე გოლიც გაიტანა და ზაქარია ბაკალის შემდეგ, გახდა პსვ-ს ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (20 წლის და 238 დღის), ვინც ერედივიზიონში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. 

დარჩენილი გოლები პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. პოკერი 83-ე წუთზე შეასრულა და გახდა მესამე ახალგაზრდა, ვილი ვან დერ კიულენისა და ერიკ ვისკაალის შემდეგ, ვინც პსვ-ს მაისურით ერედივიზიონში პოკერი შეასრულა. მეხუთე გოლი კი 89-ე წუთზე გაიტანა და გახდა პსვ-ს მესამე ფეხბურთელი, ვინც ერედივიზიონში 5 გოლი გაიტანა. აქამდე მსგავსი მიღწევა 1959 წელს კოენ დილენმა, ხოლო 5 წელიწადში ბერტ თეუნისენმა დააფიქსირეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები