ეროვნული ნაკრებები

 2019/17/07 23:38

ეროვნული ნაკრებები
20-წლამდელებმა ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის დასკვნით ტურში საქართველოს კალათბურთის ასაკობრივი ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდა.

ჩვენი ნაკრები ერთადერთი იყო, რომელსაც მაცხი არ ჰქონდა. ესტონეთმა მხოლოდ ერთი წააგო, რის შედეგადაც, დიდი სხვაობით მოგების შემთხვევაში, ფლეი-ოფში იასპარეზებდნენ. მეტოქემ 11 ქულით გვაჯობა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.

გუნდებმა უკვე იცოდნენ, რომ ჰოლანდია ჯგუფიდან აუცილებლად გადიოდა და ერთმანეთს მეორე საგზურისთვის შეებნენ. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. შესვენების დროს, საქართველო 34:32-ს იგებდა. მეორე ნახევარი სრულად ესტონელების იყო. მათ საკუთარი მისიის შესრულება დაიწყეს, რასაც პერიმეტრიდან ზუსტი სროლებიც დაემატა და სერიოზული უპირატესობაც მოიპოვეს. ჩვენი ნაკრების მიზანი არათუ მატჩის არწაგება, განადგურების თავიდან აცილება გახდა.

ერთ მონაკვეთში სხვაობა 6 ქულის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ ბოლო წუთებში მეტოქე გააქტიურდა და შეგნებულ ჯარიმებსაც იღებდა, რათა უფრო მეტი დრო დარჩენოდა. ესტონელთა დიდი მცდელობის მიუხედავად, 40 წუთის შემდეგ, სხვაობა ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ დაფიქსირდა – 78:67.

აქედან გამომდინარე, სამმა ნაკრებმა 4 მოგება და 1 მარცხი მოაგროვა. ჰოლანდიას ბურთების შეფარდება +122 ჰქონდა და პირველი პოზიცია დაიკავა. საქართველომ ჯგუფში ყველაზე მეტი ქულა (409) ჩააგდო და შეფარდება +96 მოუგროვდა, ხოლო ესტონეთი მხოლოდ 2-ით ჩამოგვრჩა. 

ამ ორ ნაკრებთან ერთად, პირველობისთვის რუსეთი, ისლანდია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ბელგია და პორტუგალია იბრძოლებენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები