ასაკობრივი ნაკრები

 2018/17/05 00:52

ასაკობრივი ნაკრები
20-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები დაამარცხა [VIDEO]
ავტორი
ირაკლი გოგავა

აზერბაიჯანი (U20) - საქართველო (U20) - 1:2 

გოლები: აზიზოვი (66), მუჯირი (79), სამურკასოვი (83)

საქართველო: ნიკა ქავთარაძე (ლევან ისიანი, 76), ანდრია ფურცელაძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, იური ტაბატაძე (ლაშა ლეჟავა, 61), ფირუზ გაბიტაშვილი (გიორგი ჯინჯოლავა, 46), დავით სამურკასოვი, ლუკა ფოჩხუა, თორნიკე ძებნიაური (ბექა დარციმელია, 46), ირაკლი ბუღრიძე (ნუგზარ სპანდერაშვილი, 61), ვატო არველაძე, მიხეილ ერგემლიძე (დავით მუჯირი, 72)  

გაფრთხილება: ყურშავიშვილი, ძებნიაური, სამურკასოვი.

 

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ბაქოში, დალგა არენაზეაზერბაიჯანელ თანატოლებთან  ჩაატარა და მეტოქე, ანგარიშით  2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში აზიზოვის გოლით შეძლეს დაწინაურება, თუმცა, ვასილ მაისურაძის შეგირდებმა თამაში შემოატრიალეს. ჯერ, საჯარიმოს გარედან დარტყმით, ანგარიში დავით მუჯირმა გაათანაბრა, შემდეგ კი კაპიტანმა, დავით სამურკასოვმა საგოლე თავურით დაასრულა შეტევა.

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები