თავისუფალი

 2018/22/04 19:50

თავისუფალი
2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი ბულგარეთიდან
ავტორი
ნინო ახობაძე

ბულგარეთში გამართულ  „პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის“ საერთაშორისო ტურნირზე,  საქართველოს დელეგაციამ  ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ – რამაზ თურმანიძე (61 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (97 კგ.).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს – დემურ მეგენეიშვილმა (86 კგ.) და ივერი ჯულაყიძემ (70 კგ.).

ბრინჯაოს მედლებს  კი, გოგა მამიაური (74 კგ.) და გიორგი ელბაქიძე (65 კგ.) დაეუფლნენ.




მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები