ევროტურნირები

 2018/26/04 19:59

ევროტურნირები
2 გაძევება და გამსკდარი ბურთი პირველ ნახევარში
ავტორი
ტატო ნიკურაძე

არსენალი ევროპა ლიგის ნახევარფინალში, საკუთარ მოედანზე, მადრიდის ატლეტიკოს მასპინძლობს და პირველი ნახევრის შემდეგ, ფრე – 0-0 ფიქსირდება. მატჩი არსენალის უპირატესობით დაიწყო და მათ საწყის წუთებშივე  საკმაოდ მწვავედ შეუტიეს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე შეხვედრის მე-10 წუთზე, მადრიდელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, უხეშობისთვის, მოედნიდან ვრსალკო გააძევა და მას მადრიდელთა დამრიგებელი, დიეგო სიმიონეც მიაყოლა. არსენალიდან ყველაზე მეტად ლაკაზეტი და ველბეკი აქტიურობდნენ. პირველი სახიფათო მომეტი სწორედ  ალექსანდერ ლაკაზეტს ჰქონდა, თუმცა, იან ობლაკმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ლაკაზეტის თავური ლამაზ ნახტომში მოიგერია. დიდი უპირატესობის მიუხედავად, არსენალმა გოლის გატანა ვერ შეძლო. მადრიდელები  ვრსალკოს გაძევების შემდეგ, დაცვაში ჩადგნენ და კონტრშეტევებზე  ცდილობდნენ თამაშის აწყობას. ტომასის სოლო რეიდის შემდეგ, ანტუან გრიზმანი ურტყამდა კარის მიმართულებით, თუმცა მეკარემ, დავიდ ოსპინამ იყოჩაღა.

პირველ ნახევარში საგოლე მომენტებთან და 2 გაძევებასთან ერთად, კურიოზული ფაქტიც დაფიქსირდა. შეხვედრის 28-ე წუთზე, მოედანზე ბურთი გასკდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები