ძალოსნობა

 2018/09/11 22:46

ძალოსნობა
19 წლის ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა. აშხააბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 19 წლის ქართველმა სპორტსმენმა  (-102 კგ)  იასპარეზა და ორჭიდის ჯამში  376 კილოგრამის დაძლევა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის  მიმდინარე ტურნირზე საქრთველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც რევაზ დავითაძის ანგრიშზეა. ხვალ,  ფიცარნაგზე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ჩვენი გუნდის კაპიტანი ირაკლი თურმანიძე გამოვლენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები