ასაკობრივი ნაკრები

 2019/11/09 00:53

ასაკობრივი ნაკრები
19-წლამდელებმა პოლონეთს თამაში შემოუტრიალეს (VIDEO)
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები პოლონელ თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში გაეჯიბრნენ და 2:1 იმარჯვეს. 

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა, ხოლო პირველი გოლი პოლონელებმა მე-17 წუთზე გაიტანეს. თავი ბარტოშ ბიალეკმა გამოიჩინა. გიორგი გულიაშვილმა 34-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 1:1. მეორე ნახევარში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, მაგრამ გამოყენება ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს და 67-ე წუთზე გიორგი იაკობიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან, რომლის ჯგუფური ეტაპი 9-15 ოქტომბერს უნგრეთში გაიმართება.

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები