ასაკობრივი ნაკრები

 2019/09/08 16:38

ასაკობრივი ნაკრები
19-წლამდე ნაკრები ჩეხეთთან მეორედაც დამარცხდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ორივეში 1:3 დამარცხდა.

პირველ მატჩში ჩეხები კოზაკის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო 28-ე წუთზე ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა გაათანაბრა. ამავე ანგარიშზე ირაკლი აზაროვმა პენალტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, მეტოქემ 83-ე და მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გაგვიტანა – 3:1.

მეორე დაპირისპირებაც ჩეხების აქტიურობით დაიწყო. მატიას კოზაკმა ისევ გაგვიტანა, რასაც ალექსანდრე კალანდაძის ავტოგოლი მოჰყვა. 79-ე წუთზე სხვაობა გიორგი იაკობიძემ შეამცირა, ხოლო სტატუს-კვო 90-ე წუთზე ფირბახერმა აღადგინა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები