ეროვნული ნაკრებები

 2019/28/07 22:22

ეროვნული ნაკრებები
18-წლამდელებმა პირველი შეხვედრა წააგეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

რუმინეთში მიმდინარე ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატის B დივიზიონში, საქართველოს ნაკრებმა მესამე შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართა. აქამდე ორივე ნაკრებს წაგება არ ჰქონია. სამწუხაროდ, მეტოქემ დაგვამარცხა და მესამე გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ტაიმში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ჩრდილო მაკედონიამ პირველი მეოთხედი 20:19, ხოლო მეორე 20:18 მოიგო და შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 40:37.

მესამე მეოთხედში მეტოქის უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანგარიში 71:62 იყო. გადამწყვეტ მეოთხედში, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ბევრს ეცადა, ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, ჩრდილოეთ მაკედონიელებს „უკეთესი ნერვები“ და საბოლოოდ, გაიმარჯვეს კიდეც – 79:87.

საქართველოს ნაკრების მხრიდან 20 ქულა ლაშა მიქელაძის ანგარიშზეა. 19 ქულა რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო. 2 მოგებითა და 1 მარცხით ჩვენი ნაკრები მეორე პოზიციაზეა და ორი ტურით ადრე, ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. მორიგი მეტოქე უკრაინა იქნება, რომელსაც მსგავსი ბალანსი აქვს. შეხვედრა 30 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები