ეროვნული ნაკრებები

 2019/05/08 00:39

ეროვნული ნაკრებები
18-წლამდელებმა მერვე პოზიცია დაიკავეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 18-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ფლეი-ოფში მორიგი შეხვედრაც წააგო და მე-8 პოზიციას დასჯერდა. შვედეთთან გამართულ შეხვედრაში 26 ქულით დავმარცხდით – 65:91.

მეტოქემ შესანიშნავად იასპარეზა და ჩვენი შეცდომების ხარჯზე, დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. საქართველოს ნაკრები მთელი შეხვედრა მდევრის როლში იყო და უპირატესობა არ მოუპოვებია. პირველი ტაიმი 37:45 დავთმეთ, ხოლო მეორე ნახევარში სხვაობა საგრძნობლად გაიზარდა. ერთი პერიოდი ჩამორჩენა 29 ქულამდეც გაიზარდა, თუმცა, ბოლოსკენ, მცირედით შევამცირეთ კიდეც – 65:91.

საქართველოს ნაკრების მხრიდან, ალექსანდრე მერკვილაძე გამოირჩა – 21 ქულა, 13 მოხსნა. 11 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზეა. აქვე უნდა ითქვას, რომ მთავარ მწვრთნელს პარკეტზე გუნდის ლიდერი, რატი ანდრონიკაშვილი არ გაუყვანია. 

პირველი ადგილი და B დივიზიონის საგზური ისრაელმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში პოლონეთი 81:79 დაამარცხა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები