ეროვნული ნაკრებები

 2019/31/07 19:56

ეროვნული ნაკრებები
18-წლამდელებმა ირლანდია დამაჯერებლად დაამარცხეს და ფლეი-ოფში გავიდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს საკალთბურთო 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ირლანდია დამაჯერებლად დაამარცხა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ირალნდიელების ერთადერთი შანსი მინიმუმ, 29 ქულით მოგება იყო, მაგრამ ჩვენს ძლიერ ნაკრებთან მათი მიზანი შეუსრულებელი აღმოჩნდა. საწყისი მეოთხედი ჩვენი უპირატესობით წარიმართა და 23:17 მოვიგეთ. ირლანდიამ მეორეში მოუმატა და პირველი ლიდერობა მოიპოვა. ამის მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა უპირატესობა დაიბრუნეს და ტაიმი 42:39 მოიგეს.

დიდი შესვენების შემდეგ, ჩვენი უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა. დასკვნითი მეოთხედის წინ, 6-ქულიანი სტატუს-კვო აღდგა. მეოთხეში კი, უფრო გაიზარდა და საბოლოოდ, 14-ქულიანი უპირატესობით ვიმარჯვეთ – 77:63.

რატი ანდრონიკაშვილმა მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა – 13 ქულა, 11 მოხსნა. ამდენივე ქულა ალექსანდრე მერკვილაძემ მოაგროვა, ხოლო ორმაგი დუბლი ლაშა მიქელაძემაც შეასრულა – 10 ქულა, 15 მოხსნა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები