ეროვნული ნაკრებები

 2019/27/07 00:57

ეროვნული ნაკრებები
18-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთი გაანადგურა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

რუმინეთის ქალაქ ორადეაში 18-წლამდელ კალათბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის გათამაშება დაიწყო. საქართველოს ასაკობრივ გუნდთან ერთად ჯგუფში სლოვაკეთი, დანია, ჩრდილო მაკედონია, უკრაინა და ირლანდია არიან.

პირველ ტურში სლოვაკეთს შევხდით. ჩვენმა ბიჭებმა მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეტოქე 35 ქულით გაანადგურეს – 80:45. სლოვაკებმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაგვიწიეს და გარკვეული პერიოდი წინაც იყვნენ, მაგრამ ტაიმი 32:26 მოვიგეთ. მეორე ნახევარში ჩვენი უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა 28 ქულას შეადგენდა – 59:31. არაფრისმომცემ ათწუთეულში ჰანდიკაპი უფრო გაიზარდა და საბოლოოდ 35 ქულას მიაღწია – 80:45. 

საქართველოს ნაკრებს 16 ქულით რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა, ვინც ახლახანს 20-წლამდელების ჩემპიონატზეც იასპარეზა. 15 ქულა ალექსანდრე მერკვილაძეს ანგარიშზეა, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 13 ქულა ჩააგდო.

მეორე შეხვედრას დანიასთან გავმართავთ, რომელმაც უკრაინასთან 67:89 წააგო. მატჩი 27 ივლისს, 19:30 საათზე გაიმართება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები