ეროვნული ნაკრებები

 2019/31/07 17:21

ეროვნული ნაკრებები
18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა პირველივე შეხვედრა მოიგო და ფლეი-ოფში გავიდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საკალათბურთო ციებ-ცხელება გრძელდება. ამჯერად, ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა დაიწყო, რომელიც C დივიზიონშია და საკუთარი პოზიციის დასაბრუნებლად იბრძოლებს. მოგეხსენებათ, გასულ წელს გოგონებმა B დივიზიონში უკანასკნელი, 24-ე ადგილი დაიკავეს და დაქვეითდნენ.

მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია და 3-გუნდიან ჯგუფში პირველივე გამარჯვებით ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. გათამაშება ანდორაში მიმდინარეობს და ორი ჯგუფისგან შედგება. პირველში ოთხი, ხოლო მეორეში სამი გუნდია. ჩვენთან ერთად, გიბრალტარისა და სომხეთის ნაკრებები არიან.

პირველ შეხვედრაში სომხეთმა გიბრალტარი 63:33 დაამარცხა. ამ უკანასკნელმა ვერც ჩვენს ნაკრებთან გააწყო რამე და 35:59 დამარცხდა. შესაბამისად, ორი მარცხით გიბრალტარი ბოლო პოზიციაზე გავიდა. საფლეიოფო პირველ და მეორე ადგილებს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები გაინაწილებენ. შეხვედრა პირველ აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები