ეროვნული ნაკრებები

 2019/01/08 20:57

ეროვნული ნაკრებები
18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მეორე პოზიცია დაიკავა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა საკალათბურთო გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

პირველ ტურში გიბრალტართან გამარჯვებით (59:35) უკვე ცნობილი იყო, რომ ჯგუფიდან გასულები ვიყავით, გასარკვევი მხოლოდ პოზიციაღა იყო. პირველი ადგილისთვის ბრძოლაში სომხეთს დავუპირისპირდით და დავმარცხდით – 55:74.

მეტოქემ კარგად ითამაშა და პირველ სამ მეოთხედში დიდი უპირატესობაც მოიპოვა. ტაიმი მხოლოდ 7 ქულით (30:23) მოიგეს, მაგრამ მესამე ათწუთეულში სხვაობა საკმაოდ გაიზარდა და ბოლო მეოთხედამდე 20 ქულასაც მიაღწია – 33:53. არაფრისმომცემ მეოთხედში საქართველომ 22 ქულა ჩააგდო და სხვაობა მხოლოდ 1 ქულით შეამცირა – 55:74.

ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე მალტა იქნება, რომელმაც ჯგუფში სამივე შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად იმარჯვა. მეორე წყვილი სომხეთმა და მასპინძელმა ანდორამ შეკრეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები