ეროვნული ნაკრებები

 2019/05/08 00:23

ეროვნული ნაკრებები
18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მასპინძელი გაანადგურა და მესამე ადგილი დაიკავა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს გოგონათა საკალათბურთო ნაკრებებისთვის ევროპული ასპარეზი დასრულდა. 16-წლამდელების შემდეგ, გამოსვლა 18-წლამდელებმაც დაასრულეს და B დივიზიონში აღსაზევებლად მათაც ლოდინი მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელებმა კვიპროსთან ფინალი წააგეს და მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო 18-წლამდელებმა ნახევარფინალში მალტას ვერ აჯობეს და მესამე ადგილისთვის მოუწიათ ბრძოლა, სადაც მასპინძელი ანდორა ერთი ამოსუნთქვით დაამარცხეს – 72:45.

ჩვენმა გოგონებმა ყველა მეოთხედი მოიგეს და მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებიათ. პირველი ტაიმში 39:28 ვიმარჯვეთ, ყველაფერი კი მესამე ათწუთეულში გადაწყდა, სადაც სხვაობა 26 ქულამდე გაიზარდა. საბოლოოდ, არაფრისმომცემ მეოთხედში მხოლოდ ერთი ქულით მოვიგეთ – 72:45. 

საქართველოს ნაკრებს ნინო გადელიამ 22 ქულით ულიდერა. 12-12 ქულა მაია დვალმა და თამარ პაპუაშვილმა მოაგროვეს. ერთადერთი ორმაგი დუბლი კესო ბარბაქაძემ შეასრულა – 10 ქულა, 16 მოხსნა. 

ფინალური დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და სომხეთის გამარჯვებით (79:73) დასრულდა. მეხუთე ადგილი გიბრალტარმა, მეექვსე მონაკომ, ხოლო მეშვიდე პოზიცია მოლდოვამ დაიკავა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები