ეროვნული ნაკრებები

 2018/10/08 21:53

ეროვნული ნაკრებები
18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბულგარეთს არაფერი დაუთმო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის 18-წლამდე გოგონათა ჩემპიონატის ფლეი-ოფში საქართველო ბულგარეთს დაუპირისპირდა. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი მე-17 ადგილისთვის იბრძოდა. სამწუხაროდ, ჯგუფში განცდილი 5 მარცხის შემდეგ, ვერც ბულგარელთა ბარიერი დავძლიეთ და 69:80 დავმარცხდით.

საწყის ეტაპზე, ფავორიტ მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. პირველი მეოთხედი 21:23 წავაგეთ, მაგრამ მეორე, მწირქულიან ათწუთეულში, სამი ქულით ვიმარჯვეთ და შესვენებაზე ლიდერის სტატუსით გავედით – 31:30.

დიდი შესვენების შემდეგაც თანაბარი თამაში მიდიოდა, მეტოქეს დიდი უპირატესობით წინ გასვლის საშუალებას არ ვაძლევდით და დასკვნითი ათწუთეულის წინ, მხოლოდ ორ ქულას ვაგებდით – 48:50. ყველაფერი ბოლოსკენ შეიცვალა და მეტოქემ გაქცევაც მოახერხა. საბოლოოდ, ორქულიანი სხვაობა 11-მდე გაიზარდა და ყველაფერი წყალში ჩაიყარა – 69:80.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები