ეროვნული ნაკრებები

 2019/04/08 01:06

ეროვნული ნაკრებები
18-წლამდე გოგონათა ნაკრები მესამე ადგილისთვის იბრძოლებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში, საქართველოს საკალთბურთო 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ფლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრაში მალტასთან წააგო და ბრძოლა მესამე ადგილისთვის მოუწევს.

ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი B დივიზიონიდან გასულ სეზონში დაქვეითდა და წელს უკან დასაბრუნებლად იბრძოდა. ჯგუფურ ეტაპზე გიბრალტართან მოგების შემდეგ, სომხეთთან დამარცხდნენ და მეორე პოზიცია დაიკავეს. ფლეი-ოფში დაუმარცხებელ მალტას შევხვდით, რომელმაც 5-ქულიანი უპირატესობით იმარჯვა – 53:48.

როგორც ბოლოს გაირკვა, მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მალტამ 20:10 მოიგო და უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე არ დაუთმია. მთელი მატჩის განმავლობაში, ჩვენი გოგონები მდევრის როლში იყვნენ და ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს. მეორე მეოთხედში ყველაზე დიდი სხვაობა (16) დაფიქსირდა, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 11 ქულით წავაგეთ – 25:36. დიდი შესვენების შემდეგ იმედები ჩაისახა, სხვაობის შემცირებაც დავიწყეთ, მაგრამ ჩვენი მაქსიმუმი ჩამორჩენის 5-ქულამდე შემცირება აღმოჩნდა – 48:53.

საქართველოს ნაკრების მხრიდან სამმა კალათბურთელმა, თამარ პაპუაშვილმა, ნინო გადელიამ და ქეთი დანელაშვილმა 10-10 ქულა ჩააგდეს. 6 ქულა და 12 მოხსნა ლიკა მიქიაშვილის ანგარიშზეა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი მეტოქე ტურნირის მასპინძელი, ანდორის ნაკრები იქნება, რომელმაც ნახევარფინალში სომხეთთან 61:71 წააგო. მატჩი 4 აგვისტოს, 14:15 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები