ასაკობრივი ნაკრები

 2019/15/05 22:50

ასაკობრივი ნაკრები
17-წლამდელების ტესტ-მატჩი შვეიცარიასთან
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შვეიცარიაში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და 30-ე წუთზე გიორგი აბუაშვილის გოლითაც დაწინაურდა.

პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა, მასპინძლებმა დასკვნით 10 წუთში შეცდომებით ისარგებლეს და თამაშის შემოტრიალება შეძლეს – 3:1.

საქართველოს შემადგენლობა შემდეგნაირი გხლდათ: შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, იობაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: გეგიაძე, ზოსიაშვილი, უგრეხელიძე.

მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 16 მაისს ჩაატარებენ.

 

GFF.GE



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები