ასაკობრივი ნაკრები

 2018/27/03 18:53

ასაკობრივი ნაკრები
17 წლამდე ნაკრები სხვა მატჩებზეა დამოკიდებული
ავტორი
ლუკა ახალაძე

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი მეორე ადგილით კი დაასრულა, მაგრამ ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის ნულია. გეტყვით რომ, გიორგი ნემსაძის გუნდმა მასპინძელ პოლონეთთან ფრედ, 2:2 ნათამაშები შეხვედრის შემდეგ 0:2 წააგო ირლანდიასთან, ხოლო დასკვნით შეხვედრაში 6:1 გაანადგურა მაკედონია და ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა პოლონეთს. თუმცა...

ევროპირველობის ფინალური ეტაპი 4-20 მაისს ინგლისში ჩატარდება და მას 16 მონაწილე ეყოლება. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, საგზურებს 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი იღებდნენ. ძველი წესებით საქართველოს ნაკრები უკვე ფინალურ ეტაპზე იქნებოდა, მაგრამ უეფამ შეცვალა წესები და გააუქმა ბოლო, მეოთხეადგილოსანთან ნაჩვენები შედეგები, რის შედეგად ჩვენს ნაკრებს მინიმალური შანსი დარჩა. დარჩენილია მხოლოდ ერთი ჯგუფის თამაშები და ჩვენთვის სასურველი ვარიანტია, რუმინეთმა 2 და მეტი ბურთის სხვაობით უნდა დაამარცხოს სლოვენია და უნგრეთმა არ უნდა წააგოს ისრაელთან.

არადა, მაკედონიასთან ჩვენმა ნაკრებმა ჩინებულად ითამაშა და ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში მოუთავეს, როდესაც 4 გოლი გაიტანეს. გუნდის კაპიტანმა ზურიკო დავითაშვილს უკვე მე-16 წუთისთვის ჰეთ-თრიკი ჰქონდა შესრულებული, შემდეგ კი კრისტიან ტრპჩევსკიმ თავის კარში შეაგდო. მეორე ტაიმში დავითაშვილმა პოკერი გაახერხა, ხოლო კიდევ ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. მაკედონიელმა  დავიდ ტოშევსკიმ მსაჯის მიერ კპმპესირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა - 6:1 ქართველთა სასარგებლოდ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები