ეროვნული ნაკრებები

 2019/18/07 21:52

ეროვნული ნაკრებები
16-წლამდელმა გოგონებმა არც გიბრალტარი დაინდეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კალათბურთში, 16-წლამდე გოგონათა შორის, C დივიზიონის მეორე შეხვედრაში საქართველო გიბრალტარს დაუპირისპირდა და მარტივად დაამარცხა.

პირველ ტაიმში მეტოქე კარგად ასპარეზობდა და შესვენებას ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 22:21. მეორე ნახევარში ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და ჩვენმა გოგონებმა მეტოქის ფარში 52 ქულა ჩააგდეს, ხოლო საკუთარში მხოლოდ 13 მიიღეს და 73:35 იმარჯვეს.

მოლდოვასთან გამართული მატჩის მსგავსად, გუნდს კესო ბარბაქაძემ ულიდერა, ვინც 21 ქულასთან ერთად, 23 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა და 10 პასი ნონა ცომაიას ანგარიშზეა, 15 ქულა თამარ პაპუაშვილმა მოაგროვა.

სამგუნდიან ჯგუფში საქართველომ ორივე შეხვედრა მოიგო და ფლეი-ოფში იასპარეზებს. ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე შოტლანდია იქნება, რომელსაც 2 მოგებასთან ერთად, 1 მარცხი ჰქონდა. შეხვედრა 20 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები