ეროვნული ნაკრებები

 2019/10/08 17:51

ეროვნული ნაკრებები
16-წლამდელებმა კვიპროსი დამაჯერებლად დაამარცხეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჰოლანდიასთან და ირლანდიასთან მარცის შემდეგ, დიმიტრი ჯაკობოვის შეგირდებმა კვიპროსი მარტივად დაამარცხეს.

ჩვენი მეტოქე ჯგუფის აუტსაიდერია და მათთან გამარჯვება რთული არ ყოფილა. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც 42:22 მოვიგეთ. მესამე მეოთხედში მეტოქე გააქტიურდა და 16:14 იმარჯვა. ამის მიუხედავად, უკანასკნელ ათწუთეულში ოთხი ქულით ვიმარჯვეთ – 72:50.

შეხვედრაში ყველაზე მეტი (17) ქულა ლუკა ავალიანმა ჩააგდო. 15 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასი ლუკა ლიკლიკაძის ანგარიშზეა. 10 ქულა და 9 მოხსნა გიორგი სულაბერიძემ მოაგროვა.

მორიგი მეტოქე ჩეხეთი იქნება, რომელსაც ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს. შეხვედრა 12 აგვისტოს, 22:30 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები