ეროვნული ნაკრებები

 2019/09/08 23:52

ეროვნული ნაკრებები
16-წლამდელებმა ირლანდიასთან ვერაფერი გააწყვეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კალათბურთში, ევროპის 16-წლამდე ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა. პირველ ტურში მარცხის შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა ვერც ირლანდიელთა ბარიერი დაძლიეს.

მეტოქემ თამაშის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყვიტა. საწყის ათწუთეულში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და ფრედ (16:16) დასრულდა. მეორეში ირლანდიელებმა მცირედი უპირატესობა მოიპოვეს და შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 33:29. მეორე ტაიმში მეტოქის უპირატესობა უფრო გაიზარდა, ხოლო მეოთხე ათწუთეულში პიკს მიაღწია, რომელიც 30:9 მოიგეს და საბოლოო ჯამში 88:58 იმარჯვეს.

ჩვენი ნაკრების მხრიდან 17 ქულა გიორგი მახნიაშვილმა მოაგროვა. 12 ქულა როლანდ დევიძის ანგარიშზეა, ხოლო 11 ქულა ლუკა ავალიანმა ჩააგდო. მორიგი მეტოქე კვიპროსის ნაკრები იქნება, რომელსაც ასევე ორი მარცხი აქვს. შეხვედრა 10 აგვისტოს, 15:45 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები