ასაკობრივი ნაკრები

 2018/06/05 22:50

ასაკობრივი ნაკრები
16-წლამდელებმა განვითარების თასი მეორე ადგილზე დაასრულეს
ავტორი
დევიდ ბეტი

უეფას განვითარების თასი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, დასრულდა. დღეს ბოლო ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით პეტრიაშვილი არენაზე რუმინეთმა 3:1 დაამარცხა ყაზახეთი. პარალელურად კი, საქართველოს და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებთა მატჩი 0:3 დასრულდა.

ამგვარად, ტურნირის გამარჯვებული ბელარუსი გახდა 7 ქულით. 6 ქულა დააგროვა საქართველომ და მეორე ადგილი დაიკავა. მესამეადგილოსან რუმინეთს 5 ქულა აქვს, ყაზახეთს კი - 0.

ტურნირის ბოლო შეხვედრაში ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ტალახაძე, მორჩილაძე, ბენდიანიშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე, მამაცაშვილი, გუგეშაშვილი, ილურიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მირზიკაშვილი, ხვედელიძე, დევდარიანი, ტოფაძე, ჟივიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

www.GFF.ge



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები