ეროვნული ნაკრებები

 2019/08/08 18:02

ეროვნული ნაკრებები
16-წლამდელებმა ევროასპარეზი ჰოლანდიით დაიწყეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მონტენეგროს ქალაქ პოდგორიცაში 16-წლამდე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებიც ასპარეზობს. ჩვენი ბიჭები B ჯგუფში ჰოლანდიასთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან, ირლანდიასთან და კვიპროსთან ერთად არიან.

პირველი მეტოქე ჰოლანდია იყო, რომელთან შეხვედრაში კარგი სტარტის მიუხედავად, გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. დიმიტრი ჯაკობოვის შეგირდებმა შესანიშნავად დაიწყეს და 13:0 გაქცევა განახორციელეს, ხოლო ჰოლანდიელებს საწყის 7 წუთში ქულა არ ჰქონიათ. მეოთხედი 17:7 მოვიგეთ, თუმცა, მეტოქე ძალიან გააქტიურდა და შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გავიდა – 30:25. დიდი შესვენების შემდეგ, თამაშში დავბრუნდით და წინაც გავედით, მაგრამ დასკვნითი მეოთხედის წინ ჰოლანდიელები ისევ ლიდერობდნენ – 43:38. დარჩენილ დროში მათი უპირატესობა უფრო გაიზარდა და საბოლოოდ, 59:51 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების მხრიდან, 14 ქულა ლუკა ავალიანმა მოაგროვა. ლუკა ლიკლიკაძემ 13, ხოლო სანდრო კაბასურმა 10. ჩვენი მორიგი მეტოქე ირლანდია იქნება. შეხვედრა 9 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები