ეროვნული ნაკრებები

 2019/15/08 22:39

ეროვნული ნაკრებები
16-წლამდელებმა დივიზიონში დარჩენა გაინაღდეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში დარჩენა გაინაღდა. მე-17-24-ე ადგილისთვის ბრძოლაში დიმიტრი ჯაკობოვის შეგირდები ნორვეგიას დაუპირისპირდნენ და მარტივად (78:62) იმარჯვეს.

ჩვენი ბიჭები მთელი შეხვედრა ლიდერობდნენ და თამაშის ბედი მალევე გადაწყვიტეს. პირველი ტაიმი 40:29 მოვიგეთ, ხოლო მესამე მეოთხედში უპირატესობა 19 ქულამდე გაიზარდა. არაფრისმომცემ ბოლო ათწუთეულში მეტოქეს თამაშის საშუალება მიეცა და ჩამორჩენა 3 ქულით შემცირდა – 62:78.

საქართველოს ნაკრებს სანდრო კასაბურმა  ულიდერა, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 11 მოხსნა. 14 ქულა გიორგი მესხის ანგარიშზეა, ხოლო ლუკა ლიკლიკაძემ და გიორგი მახნიაშვილმა 10-10 ქულა ჩააგდეს. 

ჩვენი მორიგი მეტოქე ბელარუსსა და ავსტრიას შორის გამარჯვებული იქნება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები