ასაკობრივი ნაკრები

 2019/20/08 22:20

ასაკობრივი ნაკრები
16-წლამდელებმა ბოსნიაც დამაჯერებლად დაამარცხეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიეტუვაში მიმდინარე განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა მეორე შეხვედრაში ბოსნია 3:0 დაამარცხა.

ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდიდან გოლები ხაბულიანმა (ორი) და გოჩიაშვილმა გაიტანეს.

ორი ტურის შემდეგ, ჩვენს ბიჭებს პირველი ადგილი უკავიათ და დასკვნით შეხვედრაში მასპინძელ ლიეტუვას დაუპირისპირდებიან. მატჩი 22 აგვისტოს გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები