ასაკობრივი ნაკრები

 2019/14/08 14:41

ასაკობრივი ნაკრები
16-წლამდელები განვითარების თასზე ითამაშებენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიეტუვაში 18-22 აგვისტოს უეფას განვითარების ტურნირი გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს 16-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებიც მიიღებს.

ტურნირზე ოთხი ნაკრები იქნება წარმოდგენილი. საქართველოს გარდა, ლიეტუვა, მოლდოვა და ბოსნია იასპარეზებენ. პირველი შეხვედრა მოლდოვასთან 18 აგვისტოს, 11:00 საათზე გვექნება. ბოსნიას 20 აგვისტოს, 14:00 საათზე დავუპირისპირდებით, ხოლო მასპინძელ ქვეყანასთან 22 აგვისტოს, 10:00 საათზე ვითამაშებთ.

16-წლამდელები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებენ:

მეკარეები: ლუკა ჯოჯუა (დინამო თბ), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო თბ);

მცველები: გიორგი პირტახია (სფფ აკადემია), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბ), ნიკა გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ გოგებაშვილი (დინამო თბ), ალექსანდრე გაფრინდაშვილი (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ლუკა ჯანაშია (დინამო თბ), საბა გეგიაძე (დინამო თბ), ჭაბუკი ლაბაძე (სფფ აკადემია), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბ), თემურ ნოზაძე (სფფ აკადემია), ბექა ხიმშიაშვილი (სფფ აკადემია), ლუკა ოჩიგავა (სფფ აკადემია), დავით შიოლაშვილი (დინამო თბ), ლუკა მამულაშვილი (საბურთალო), ომარ თოდუა (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლუკა წულუკიძე (სფფ აკადემია), გიორგი გოჩიაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი ხაბულიანი (საბურთალო).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები