ეროვნული ნაკრებები

 2019/14/08 03:06

ეროვნული ნაკრებები
16-წლამდელებმა ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მეხუთე პოზიციაზე დაასრულა, რის შემდეგაც, ბრძოლა მე-17-24-ე ადგილისთვის მოუწევს.

ბოლო ტურში დიმიტრი ჯაკობოვის შეგირდები პორტუგალიას დაუპირისპირდნენ. ძლიერ მეტოქეს პირველ ტაიმში უშეღავათო ბრძოლა გავუმართეთ – 30:30. მეორე ნახევარში პორტუგალიამ საწადელს მაინც მიაღწია და დიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც 13-ქულიან გამარჯვებაში აისახა – 70:57.

საქართველოს ნაკრებს 18 ქულით, ლუკა ლიკლიკაძემ ულიდერა. 17 ქულა ლუკა ავალიანის ანგარიშზეა. ჩვენი მორიგი მეტოქე ნორვეგია იქნება, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგო. მატჩი 15 აგვისტოს, 20:15 საათზე გაიმართება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები