ეროვნული ნაკრებები

 2019/13/08 14:59

ეროვნული ნაკრებები
16-წლამდელებმა ფლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს საკალათბურთო 16-წლამდელთა ნაკრებმა ფლეი-ოფში თამაშის შანსი დაკარგა. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხე შეხვედრაში მორიგი მარცხი ვიწვნიეთ.

ჩეხეთთან მატჩი შესანიშნავად დავიწყეთ და პირველი მეოთხედი 18:16 მოვიგეთ. თუმცა, მეორეში მეტოქემ დიდი უპირატესობა მოიპოვა და შესვენებისთვის 9 ქულით ვაგებდით – 30:39. მესამე ათწუთეულში ჩეხებმა ჰანდიკაპი გაზარდეს და დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობამ 14 ქულას მიაღწია – 50:64. ბოლოსკენ, თამაშში გარდატეხის შეტანას ვეცადეთ, მაგრამ ჩამორჩენა მხოლოდ ორი ქულით შემცირდა – 64:76.

საქართველოს ნაკრების მხრიდან, ყველაზე მეტი (18) ქულა ლუკა ავალიანმა ჩააგდო. 12 ქულა და 12 მოხსნა სანდრო კასაბურის ანგარიშზეა, ხოლო ლაშა მესხმა 10 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა მიითვალა.

ჩვენი მორიგი მეტოქე პორტუგალია იქნება, რომელთან შეხვედრაშიც გაირკვევა, რომელი პოზიციისთვის ვიბრძოლებთ. მატჩი დღეს, 13 აგვისტოს, 20:15 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები