ეროვნული ნაკრებები

 2019/17/07 00:00

ეროვნული ნაკრებები
16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მოლდოვაში 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი დაიწყო, სადაც ასპარეზობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. ამ დივიზიონში ორი ჯგუფია, საიდანაც 4 საუკეთესო ფლეი-ოფში იასპარეზებს და B დივიზიონში გადასვლას შეეცდება. გასულ სეზონში ჩვენი გოგონები მესამე ადგილზე გავიდნენ და აღსაზევებლად მცირედი დააკლდათ.

ამჯერად, საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია, სადაც მხოლოდ 3 გუნდი ასპარეზობს და ჯგუფიდან გასვლის შანსები უფრო დიდია. ჩვენს ნაკრებთან ერთად, ფლეი-ოფში გასვლას მასპინძელი მოლდოვა და გიბრალტარი შეეცდებიან.

პირველ ტურში სწორედ მოლდოვას შევხვდით და 34 ქულის სხვაობით დავამარცხეთ. პირველი ტაიმი ჩვენი გამარჯვებით (33:20) დასრულდა, ხოლო მეორეში უპირატესობა განვიმტკიცეთ და მეტოქეს 71:34 ვძლიეთ.

მორიგი მეტოქე გიბრალტარის ნაკრები იქნება. შეხვედრა 18 ივლისს, 14:30 საათზე გაიმართება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები