სხვადასხვა

 2019/05/04 15:05

სხვადასხვა
15 იმედისმომცემი მოთამაშე, რომელთაც კარიერა აერიათ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გახდე მაღალი დონის მოთამაშე, ძალიან რთულია. მაგრამ არსებობენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, მათი კარიერა რადიკალურად შეიცვალა.

სამი მათგანი ფულემის რიგებში ასპარეზობს, თუმცა, გუნდს ამანაც ვერ უშველა და პრემიერ ლიგიდან გავარდა.

წარმოგიდგენთ 15 მოთამაშეს, რომელთაც იმედები ბოლომდე ვერ გაამართლეს: 

ანდრე შურლე

მსოფლიო ჩემპიონი გერმანიასთან ერთად. მას დორტმუნდსა და ჩელსიშიც უთამაშია, თუმცა, ამჟამად, გავარდნილ ფულემშია. 

მარკო მარინი

მორიგი ჩელსის ფეხბურთელი, ვისაც მაღალ დონეზე სევილიაშიც უთამაშია. ამის მიუხედავად, ცრვენა ზვეზდაშია.

ალენ ჰალილოვიჩი

ბარსელონამ 2014 წელს ჰალილოვიჩი, როგორც მომავლის ვარსკვლავი, ისე დაიმატა. ფეხბურთელს სათამაშო ფრაქტიკა არ ჰქონდა და თავი ვერ გამოიჩინა, ახლა კი სტანდარდში თამაშობს.

რაიან ბაბელი

ერთ-ერთი დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელი, რომელიც ლივერპულმა შეიძინა. 2010 წლის მუნდიალზე არ უთამაშია, თუმცა, ნაკრებში იყო და ვერცხლის მედალიც მიიღო. შურლეს მსგავსად, ბაბელიც ფულემშია.

 

ზაქარია ბაკალი

ბაკალიმ პსვ-ში გაიბრწყინა და ვალენსიას ყურადღებაც მიიპყრო. ამჟამად, ანდერლეხტში ირჯება.

განსო

ბრაზილიელი სანტოსში ნეიმართან ერთად თამაშობდა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და სევილიაშიც გადავიდა. მაგრამ ვერ გაამართლა და ამჟამად, ბრაზილიაში, ფლუმინენსეში თამაშობს.

ფედერიკო მაკედა

სხვადასხვა ტიტულის მოგებაში მაკედა იუნაიტედს დიდად დაეხმარა, მაგრამ გუნდში ფეხი ბოლომდე ვერ მოიკიდა და პანათინაიკოსის რიგებში ირიცხება.

იოან გურკუფი

გურკუფს მომავალ ზიდანს უწოდებდნენ, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად ვერ გაამართლა. უკანასკნელად, დიჟონში თამაშობდა, თუმცა, უკვე თავისუფალი აგენტია.

ევგენი კონოპლიანკა

უკრაინელი დნიპროს ლიდერი იყო. სევილიასთან შესანიშნავმა თამაშმა „ანდალუსიაში“ გადასვლის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ამჟამად, გავარდნის პირას მყოფ შალკეშია.

ჯეკ უილშირი

არსენალის დიდი იმედი. ინგლისელი ტრავმებმა გატანჯა, რის გამოც, უკვე ვესტ ჰემში ირჯება.

ანდრეი იარმოლენკო

მორიგი „ჩაქუჩი“. იარმოლენკოს მეორე შევჩენკოდ მოიხსენიებდნენ, მაგრამ ქებამ აწყინა. 2018 წელს დორტმუნდმა მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

ლუსიანო ვიეტო

ვილიარეალის რიგებში ვიეტო ბრწყინავდა, რის შემდეგაც ატლეტიკოში გადავიდა. საბოლოოდ კი, თავი ფულემში ამოყო.

ალეშანდრე პატო

პატო 2009 წლის ოქროს ბიჭუნა იყო. მაგრამ უამრავმა ტრავმამ კარიერა გაუფუჭა და ამჟამად, ბურთს სან პაულოში აგორებს.

ბრუმა

პორტუგალიელი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის ბუცის მფლობელია. ხოლო ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატში ბრინჯაოს ბუცი მიიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ლაიფციგში თამაშობს.

მარტინ მონტოია

ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, კლუბში მარჯვენა ფლანგის შეუცვლელ წევრად მოიაზრებდნენ, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა და უკვე ბრაიტონში თამაშობს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები