ნაკრებები

 2019/08/07 02:02

ნაკრებები
12 წლის შემდეგ, ბრაზილია კოპა ამერიკას გამარჯვებულია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბრაზილია-პერუ 3:1 

მარაკანა. რიო დე ჟანეირო 

1:0 ევერტონი (15) 1:1 გერერო (44პ) 2:1 ჟესუსი (45) რიჩალისონი (90პ) 

ბრაზილია: ალისონი, ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ალექს სანდრო, არტური, კაზემირო, ჟესუსი, კოუტინიო (77. მილიტაო), ევერტონი (90. ალანი), ფირმინო (75. რიჩალისონი). 

პერუ: გალიესე, ადვინკულა, ზამბრანო, აბრამი, ტრაუკო, ტაპია (82. გონსალეზი), იოტუნი (78. რუი დიაზი), ფლორესი, კუევა, კარილიო (86. პოლო), გერერო. 

გაფრთხილება: ჟესუსი (30) ტაპია (50) ტიაგო სილვა (53) ზამბრანო (68) ჟესუსი (70) ადვინკულა (84) რიჩალისონი (90).

გაძევება: ჟესუსი (70) 

12 წლის შემდეგ, ბრაზილია კოპა ამერიკის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელებმა ტიტული ბოლოს 2007 წელს, სწორედ ბრაზილიაში მოიპოვეს, როდესაც ფინალურ შეხვედრაში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მათთვის მთავარი მეტოქე, არგენტინა დაამარცხეს. შემდეგ იყო 2011 წელს, ასევე ბრაზილიაში გამართული ტურნირი, რომელზეც  „სელესაომ“ ჩინებულად იასპარეზა, მაგრამ ფინალში ურუგვაისთან დამარცხდა. შემდეგ სამი არცთუ წარმატებული ტურნირი და ამჯერად, ბრაზილიამ ნავსი გატეხა. ტიტეს შეგირდები წლევანდელ კოპა ამერიკაზე ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა იდგნენ და დამსახურებულადაც მოიგეს ტურნირი. 

შეხვედრა პერუელებმა აქტიურად დაიწყეს და საწყისი წუთები საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდნენ, მაგრამ მეტოქის ნახევარზე ბრაზილიელთა პირველი გადასვლა გოლით დასრულდა. გაბრიელ ჟესუსმა მარცხენა ფლანგზე პერუელთა მცველ ტრაუკოს თავბრუ დაახვია და გამჭოლი პასით, საჯარიმოში მარტოდ დარჩენილი ევერტონი მოძებნა, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. 

გაშვებული გოლის შემდეგ, ბრაზილია გაჩერდა და დიდი ძალებით აღარ უტევდა. პერუელები კი, საინტერესოს ვერაფერს ქმნიდნენ. მაგრამ პერუს შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო. მატჩის 44-ე წუთზე ტიაგო სილვამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, რობერტო ტობარმა, პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. 11-მეტრიანი პაოლო გერერომ იდეალურად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, პერუელთა სიხარული ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. გაბრიელ ჟესუსმა საგოლე პასს გოლიც მიუმატა და მეტოქეს გოლი გასახდელში გაატანა. 

მეორე ნახევარში მატჩმა ცოტა მოსაწყენი ხასიათიც მიიღო. შეხვედრა 70-ე წუთზე გამოცოცხლდა, როდესაც უხეშობისთვის მსაჯმა მოედნიდან გაბრიელ ჟესუსი გააძევა.  მატჩის 89-ე წუთზე კი, რიჩალისონმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:1 ბრაზილიის სასარგებლოდ. 

 

 

 

 

1939 პერუ-ურუგვაი

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები