სხვადასხვა

 2019/08/08 17:40

სხვადასხვა
12 ფეხბურთელი საკუთარ პოზიციაზე პირველობისთვის იბრძოლებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უეფამ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც საკუთარ პოზიციაზე საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ. ჯილდო ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს გადაეცემა.

გამოკითხვაში 32-ვე გუნდის მწვრთნელმა და 55-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. რის შემდეგაც, თითოეულ პოზიციაზე ყველაზე მეტი ქულის მფლობელი 3 ფეხბურთელი აირჩა, რომლებიც პირველობისთვის იბრძოლებენ.

მათი სია შემდეგნაირია:

მეკარეები: ალისონ ბეკერი (ლივერპული), უგო ლორისი (ტოტენჰემი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა);

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), მატიას დე ლიხტი (აიაქსი, ახლა იუვენტუსი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული);

ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (აიაქსი, ახლა ბარსელონა), ერიქსენი (ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული);

თავდამსხმელები: სადიო მანე (ლივერპული), ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი).

უეფამ იმ ფეხბურთელთა სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძოლებენ: ოლივიე ჟირუ (ჩელსი), ედენ აზარი (ჩელსი, ახლა რეალი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი, ახლა რეალი).

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 29 აგვისტოს მონაკოში გაიმართება და ნომინაციებში გამარჯვებულებსაც სწორედ ამ დღეს გამოავლენენ, ხოლო მომდევნო დღეს, უეფას ევროპა ლიგის წილისყრაზე გათამაშების საუკეთესო მოთამაშეს აირჩევენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები