თავისუფალი

 2018/15/05 22:47

თავისუფალი
1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მაკედონიიდან
ავტორი
ნინო ახობაძე

მაკედონიაში მიმდინარე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ოქროს მედალი ბაგრატ გაგნიძემ (71 კგ.) მოუტანა. მისი მეტოქე, რუსი ამაზან აბუზაგიდოვი გახლდათ, რომელსაც 6-5 სძლია.

ასევე, ტურნირის პირველ საფინალო დღეს, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ბრინჯაოს მედლებიც არის. ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები ვლადიმერ გამყრელიძე (60 კგ.) და გიორგი ჭოლაძე (51 კგ.) გახდნენ.

შეჯიბრის მეორე საფინალო დღეს, ჩვენს დელეგაციას კვლავ აქვს 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი.

ოქროს მედლისთვის დავით აბდალაძე (55 კგ.) იბრძოლებს. ბრინჯაოს მედლების მოპოვებას კი,  გიორგი გეგელაშვილი (48 კგ.), გიორგი ნებუნიშვილი (80 კგ.), სოლომონ მანაშილი (110 კგ.) და ლუკა მარიამიძე (65 კგ.) შეეცდებიან.

ფინალური შეხვედრები 16 მაისს, 20:00 საათიდან დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები